უკვე ოფიციალურად - აბურჯანია „ტვენტეში“ ჩაირიცხა

ოლანდიის ერედივიზიონის „ტვენტემ“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ოფიციალურად წარადგინა.

„გიორგი აბურჯანია უახლოეს წლებში „ტვენტეში“ ითამაშებს. ის „სევილიიდან“ კლუბმა ორწლიანი იჯარით მომდევნო ორი წლით დაიმატა, ხოლო „ტვენტეს“ ექნება შესაძლებლობა, საბოლოოდ მისი ტრანსფერი ესპანური კლუბიდან გამოისყიდოს“, – წერს „ტვენტეს“ ოფიციალური გვერდი.

„ტვენტეში“ გადასვლაზე კომენტარი ქართველმა ნახევარმცველმაც გააკეთა – „ეს არ იყო რთული არჩევანი, მე ნამდვილად მინდოდა „ტვენტეში“ გადასვლა. ეს არის დიდი კლუბი ძალიან დიდი ისტორიითა და შესანიშნავი სტადიონით. მე „ტვენტეს“ ბევრი შეხვედრა მინახავს ვუყურე და ვიცი, გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი რომ გახდა. ასე რომ, სადებიუტო შეხვედრას მოუთმენლად ველოდები“.

გიორგი აბურჯანია თბილისში დაიბადა, თამაშობდა რუსთავის „მეტალურგში“, „თბილისში“, გორის „დილასა“ და „ლოკომოტივში“, 2014 წლის ზაფხულში კი კვიპროსში ანორთოსის „ფამაგუსტაში“ გადაინაცვლა. 2016 წლის დასაწყისში, ნახევარმცველი ესპანეთის „ხიმნატიკში“ ჩაირიცხა, შემდეგ კი „სევილიასა“ და „ლუგოსში“ ითამაშა.