უკრაინული ტელეკომპანია - „შახტარმა“ ხოჭოლავას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო
შესაძლოა, დონეცკის „შახტარი“ ორმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ და მარკინოს სოპრიანომ უახლოეს მომავალში დატოვონ – ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია „ფეხბურთი“ ავრცელებს.
„დონეცკელებმა ამ მოთამაშეებზე შეთავაზებები უკვე მიიღეს. ამიტომ გუნდში სასწრაფოდ ბოგდან ბუტკოს დაბრუნება მოუხდათ, რომელსაც „ლეხში“ კონტრაქტი დაუსრულდა. თუმცა ბუტკო „შახტარის” 2020/21 სეზონის განაცხადში შეყვანილი არ იყო,“ – წერია ტელეკომპანია „ფეხბურთის“ ცნობაში.
საინტერესოა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ „შახტარს“ ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ყველა მოთამაშე დაუბრუნდა, მანორ სოლომონისა და დათა ხოჭოლავას გარდა. ისინი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.