უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიის მიერ 20 ნოემბერს კურსკის რეგიონის ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით დაბომბვას 18 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა
უკრაინის არმიის მიერ 20 ნოემბერს რუსეთის კურსკის რეგიონის ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით დაბომბვას 18 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუს ბლოგერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა სამხრეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების ოფიცრები არიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სოლოდჩუკი. დაშვებულთა შორის არის 88-ე საინჟინრო ლეგიონის 13 სამხედრო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სანატორიუმის შენობის გვერდით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე იყო მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი. გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები და, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მეთაურები ასევე იმყოფებოდნენ ადგილზე.