უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქი ხერსონი მარტის დასაწყისში დაიკავეს, საქალაქო საბჭო უკრაინის კონტროლის ქვეშ განაგრძობდა ფუნქციონირებას.

კოლიხაევის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დაცვას გასაღები ჩამოართვეს და საკუთარი დაცვით ჩაანაცვლეს.

მისივე ცნობით, საოკუპაციო ძალებმა შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ამასთან, მერსა და საბჭოს თანამშრომლებს სახლებში წასვლის შესაძლებლობა მისცეს.