გამოძიება უკრაინაში სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე

21:55, 03.11.2026

რა მოხდა კიევთან ახლოს მდებარე კერძო შენობაში – გამოძიება დაიწყო: სოციალურ ქსელში გავრცელებული მძიმე კადრების საპასუხოდ ხელისუფლება მკაცრ რეაგირებას აანონსებს.

დედაქალაქთან ახლოს, სოფელ პეტროპავლოვსკა-ბორშაჰივკაში მდებარე შენობასთან განვითარებულმა მოვლენებმა მასობრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვერსიებს შორის განიხილება სამხედროებზე შესაძლო ძალადობა, ამ ეჭვს გავრცელებული ვიდეო მასალები და ადგილობრივთა მონაყოლიც აძლიერებს. სოფლის მცხოვრებლები სამხედრო მოსამსახურეების და წვევამდელების უკანონო დატყვევების და ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. ირკვევა, რომ კერძო შენობაში მყოფი სამხედროებიდან რამდენიმე საავადმყოფოში მოხვდა.

მსგავსი