უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ღამით კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქზე იერიში მიიტანა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ღამით კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქზე იერიში მიიტანა

რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ლიმანის, ბახმუტისავდეევკისა და მარინკის მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთაგან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.

ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. მისივე თქმით, ეს იყო მეთორმეტე სარაკეტო თავდასხმა დედაქალაქზე, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.