უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ დღე-ღამეში ზაპოროჟიეს ოლქში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში. როგორც უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რუსმა სამხედროებმა უკრაინის არმიის პოზიციები და დასახლებული პუნქტები რაკეტებით, ტანკებითა და არტილერიით დაბომბეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ისევ განახორციელეს იერიში ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში. უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ისევ რჩება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში რუსული ჯარების კონცენტრაციის ზონებზე ორი დარტყმა განახორციელა. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს ხუთი სამეთაურო პუნქტი და ტერიტორია, სადაც კონცენტრირებული იყო რუსი სამხედროების ცოცხალი ძალა.