უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმიის გენერალი რომან კუტუზოვი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმიის გენერალი რომან კუტუზოვი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიასთან ​უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში რუსეთის არმიის გენერალი რომან კუტუზოვი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი გენერალი სოფელ ნიკოლაევკაში დაიღუპა, როდესაც მისი დაქვემდებარებული სამხედრო დანაყოფების შეტევას ხელმძღვანელობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოხსენების მიხედვით, 3 ივნისს რუსეთის ფედერაციის მე-8 გაერთიანებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის რამდენიმე ქვედანაყოფმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა პოპასნაიას მიმართულებით.