უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა მხარემ თავდასხმა ხარკოვზე განახორციელა.

როგორც უკრაინული მედია ხარკოვის მერზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე, არიან დაშავებულებიც, რომელთაც დახმარება სამედიცინო პერსონალმა ადგილზე აღმოუჩინა.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლსაც, დაზიანებულია მანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილზე მობიზილებულები არიან სპეციალური სამსახურები.