უკრაინული გუნდის მეკარე - იმიტომ ვშრომობ, საქართველოს ნაკრებში რომ მიმიწვიონ
ზაურ მახარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრებში მიწვევას დაიმსახურებს – ამის შესახებ ლუგანსკის „ზორიას“ 25 წლის ქართველმა მეკარემ გამოცემა „ფუტბუმთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
„რა თქმა უნდა, ახლა ჩემი ამოცანაა, ბევრი ვიშრომო, სტაბილურად ვითამაშო და ისეთი დონე ვაჩვენო, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რომ მომაქციონ. ყველაფერი ჩემს ხელშია, მთავარია, ვარჯიშსა და თამაშებზე ბოლომდე დავიხარჯო. ამის იმედი ნამდვილად მაქვს“. – ამბობს ზაურ მახარაძე.
მახარაძე უკრაინაშია გაზრდილი, იყო ამ ქვეყნის მოქალაქე იყო და ასაკობრივი ნაკრებების წევრი. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრების კანდიდატად ითვლება. მახარაძე 2018 წელს საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა ორ ამხანაგურ მატჩში გამოიძახა – მალტისა (1 ივნისი) და ლუქსემბურგის (5 ივნისი) წინააღმდეგ. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში აღარ მოუწვევიათ. მახარაძე უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა.