უკრაინის თავდაცვის მინისტრი - კიევის ქუჩები დღეს აპოკალიფსის შესახებ კადრს ჰგავს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - კიევის ქუჩები დღეს აპოკალიფსის შესახებ კადრს ჰგავს

კიევის ქუჩები დღეს აპოკალიფსის შესახებ კადრს ჰგავს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.

„კიევი, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი დღეს აპოკალიფსის შესახებ ფილმის კადრს ჰგავს. სუმი, ხარკოვი, მარიუპოლი – ეს საშინელებაა. აი, რა მოაქვს რუსულ სამყაროს: ხალხის სიკვდილი, განადგურება არა მხოლოდ ქალაქების, არამედ ასევე დემოკრატიის, უფლებებისა და თავისუფლების. ისინი ორკები არიან, თუმცა ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.