უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„ეს არის მეტი, ვიდრე პარტნიორობა ორი სახელმწიფოს ჩინოსნებს შორის – ეს არის ნამდვილი ძმობა“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და ლოიდ ოსტინთან შეხვედრის ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ იზომება ფულით, არამედ იზომება გადარჩენილი უკრაინელების სიცოცხლით.
უკრაინაში ლოიდ ოსტინისა და ენტონი ბლინკენის ვიზიტის დროს უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების პროცესის დაწყებისა და უკრაინისთვის დამატებით 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოცხადდა.
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში, ლოიდ ოსტინი გერმანიაში გაემგზავრა.