უკრაინის მამაკაცთა და ქალთა საკრივო ნაკრებები არ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატში. ორივე ტურნირი რუსეთში გაიმართება: მამაკაცების – 7-21 სექტემბერს ეკატერინბურგში, ქალების – 3-13 ოქტომბერს ულან-უდეში.
როგორც უკრაინის კრივის ფედერაცია განმარტავს, ჩემპიონატები არალიცენზირებულია, ამიტომაც არ არსებობს იქ გამგზავრების აუცილებლობა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ნაკრები ოქტომბერში, იაპონიაში საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. გუნდი ემზადება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გაიმართება.