უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე „შაჰედის“ 79 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.
უკრიანული მხარის ინფორმაციით, ორი დრინი რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი – ბელარუსის ტერიტორიაზე. 15 საფრენი აპარატის ლოკაცია უკრაინამ დაკარგა.
ამასთან, მანამდე ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა მის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ, თუმცა მინსკში არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა დრონები და რამდენმა დრონმა გადაკვეთა საზღვარი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვა ღამით უკრაინის 12 ოლქში მუშაობდა, მათ შორის კიევის, სადაც საჰაერო განგაში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.