უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს გერმანიის კანცლერს, კიევისთვის შეიარაღების გადაცემაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს გერმანიის კანცლერს, კიევისთვის შეიარაღების გადაცემაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, კიევისთვის შეიარაღების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„იმედი მაქვს, რომ კანცლერი შოლცი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა გერმანიას, გადასცეს კიევს მძიმე შეიარაღება, მათ შორის ტანკები. კულებას თქმით, გერმანიას აღნიშნული გადაწყვეტილება ადრე რომ მიეღო, დიდი ომის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

კულებამ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, დააწესონ ემბარგო რუსულ ნავთობზე.

„გერმანია ევროპის წამყვანი ქვეყანაა და ჩვენ მისი ლიდერობის იმედი გვაქვს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.