უკრაინის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა #1TVSPORT
ბუჩას გათავისუფლებისთვის ბრძოლაში ვეტერანი უკრაინელი მორაგბე და ქალაქ სმელას ყოფილი მერი, ოლეკსი ციბკო დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
ციბკოს უკრაინული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. წლების განმავლობაში თამაშობდა ნაკრების შემადგენლობაში, იყო უკრაინის ეროვნული გუნდის კაპიტანი.
2003-2005 წლებში ოლეკსი ციბკო უკრაინის რაგბის კავშირს ხელმძღვანელობდა და პარალელურად იყო კიევური სარაგბო კლუბის, „არგოს“ პრეზიდენტი.