უკრაინის რადას კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა კანონპროექტზე, რომელიც გარკვეული კატეგორიის ნასამართლევ პირთა მობილიზაციას ითვალისწინებს
უკრაინის რადას კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა კანონპროექტზე, რომელიც გარკვეული კატეგორიის ნასამართლევ პირთა მობილიზაციას ითვალისწინებს

უკრაინის უმაღლესი რადას სამართალდაცვითი საქმიანობის საკითხების კომიტეტმა ნასამართლევ პირთა მობილიზაციის რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი იოუშასმა განაცხადა.

„კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტის მიღებას, რომელიც ნასამართლევ პირთა მობილიზაციის შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, მობილიზაცია აიკრძალება მათთვის, ვინც ნასამართლევია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმისთვის, ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, პედოფილიისა და ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

მანამდე უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ნასამართლევი პირების მობილიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ნასამართლევი პირების მობილიზაციას შეძლებენ.