უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ ენტონი ბლინკენთან ყველა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება ითხოვა
უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ ენტონი ბლინკენთან ყველა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება ითხოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა.

უკრაინის პრემიერ დენის შმიგალის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას აბსოლუტურად ყველა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება ითხოვა. მისი თქმით, ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, განაგრძობს საკუთარი ქმედებების აქტიურ კოორდინაციას ევროპელ მოკავშირეებთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დენის შმიგალთან განიხილა საჭიროებები უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის. მისი თქმით, უკრაინის სიმამაცე თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით ყველასთვის შთამაგონებელია.