უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ევრო 2024-ისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.
შემადგენლობაში 25 ფეხბურთელი მოხვდა. მთავარმა მწვრთნელმა ასევე გამოაქვეყნა სარეზერვო სიაც, რომელშიც ექვსი ფეხბურთელია.
უკრაინა ევროპის ჩემპიონატამდე სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გუნდის მეტოქეები გერმანია, პოლონეთი და მოლდოვა იქნებიან. რაც შეეხება ევრო 2024-ს, რებროვის გუნდი E ჯგუფში რუმინეთთან, ბელგიასა და სლოვაკეთთან ერთად ითამაშებს.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ანდრეი ლუნინი (რეალი).
მცველები: მიკოლა მატვიენკო (ევერტონი), იუკიმ კონოპლია (შახტარი), ვალერი ბონდარი (შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი,) ილია ზაბარნი (ბორნმუთი), ოლექსანდრ სვატოკი (დნიპრო-1), მაქსიმ ტალოვიეროვი (ლასკი), ბოგდან მიხაილიჩენკო (ჟიტომირი).
ნახევარმცველები: ანდრეი იარმოლენკო (დინამო კიევი), მიკოლა შაპარენკო (დინამო კიევი), ვოლოდიმირ ბრაჟკო (დინამო კიევი), ტარას სტეფანენკო (შახტარი), ოლექსანდრ ზუბკოვი (შახტარი), გეორგი სუდაკოვი (შახტარი), ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი), ვიქტორ ციანკოვი (ჟირონა), მიხაილო მუდრიკი (ჩელსი), რუსლან მალინოვსკი (ჯენოა), სერგი სიდორჩუკი (ვესტერლო).
თავდამსხმელები: არტემ დობვიკი (ჟირონა), რომან იარემჩუკი (ვალენსია), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი).