უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - საქართველოსთან რთული თამაში გველის #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - საქართველოსთან რთული თამაში გველის #1TVSPORT

უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა, სერგეი ნაგორნიაკმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ბათუმში გასამართ მატჩზე ისაუბრა. მან არ დამალა, რომ დაძაბულ და რთულ თამაშს ელის.

„უკრაინის ნაკრებისთვის ეს მატჩი რთული იქნება. როგორია მოლოდინი? უკრაინას დარჩენილ ორ მატჩში მხოლოდ მოგება სჭირდება – საქართველოსთან და ალბანეთთანაც. მინდა, რომ უკრაინის ნაკრები B ლიგაში დარჩეს და არ დაქვეითდეს.

უკრაინას ბათუმში მძიმე მატჩი ელის. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობს და სტადიონი სავსე იქნება. ჩვენი ბიჭები  ამას მიჩვეულები არიან, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ნაგორნიაკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში.