ანდრეი ვორონინი ახლო წარსულის ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელია. მან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს გვერდით წლები ითამაშა (75 მატჩი, 8 გოლი). ვეტერანმა რუსული და უკრაინული ფეხბურთის მინუსებზე ილაპარაკა.
„უკრაინის ეროვნულ ნაკრები ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობს და შედეგად ისინი იზრდებიან. ზინჩენკომ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ მნიშვნელოვნად მოუმატა. იმიტომ, რომ იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვარჯიშობდა. ჯობს ვარჯიშობდე „სიტიში“, ვიდრე რუსეთში ან უკრაინაში საუკეთესო კლუბში თამაშობდე“.
ვორონინი 16 წლის იყო, მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დუბლშემადგენლობაში რომ მიიწვიეს და ლამის ოცწლიანი კარიერაში ბევრ ევროპულ ცნობილ გუნდში ითამშა – „მაინცში“, „კიოლნში“, „ლევერკუზენში“, „ლივერპულში“, ბერლინის „ჰერტასა“ და დიუსელდორფის „ფორტუნაში“. ის ევროპულ ფეხბურთს კარგად იცნობს. რუსეთში კი მხოლოდ კარიერის ბოლოს, მოსკოვის „დინამოში” ითამაშა. მისი თქმით, ევროპა პერსპექტივითაა მიმზიდველი, ხოლო რუსეთი- მხოლდო ფულით.
„რუსეთში გამოცდილებას იღებ, როდესაც დაბალ პოზიციაზე მყოფ გუნდს დაუპირისპირდები, გაიტან და თვლი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ბელგიას ეთამაშები და ხვდები, რომ სულ სხვა დონეა. თქვენ აღარ იცით, რა უნდა გააკეთოთ. ევროპაში, ყოველკვირეულად თამაშობ მაღალი კლასის ოსტატებთან და მათთვის დასაპირისპირებლად გონებრივად და ფიზიკურად მზად ხართ. ჩვენ ახალგაზრდები ევროპაში უნდა გავუშვათ, რადგან ფეხბურთი ევროპაშია და არა რუსეთსა და უკრაინაში, სადაც ისე რა დონეა. ჰოლანდიაში ხელფასები წელიწადში 300-500 ათას ევროა. მაქსიმუმს მხოლოდ „აიაქსის“ ვარსკვლავები იღებენ – თვეში 20-25 ათას ევროს. ეს კარგი შემოსავალია. რუსეთში მარტო პრემიებით ბევრად მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი, მაგრამ რუსეთიდან ევროპაში გასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე – პირიქით“.
ანდრეი ვორონინი იმითაცაა ცნობილი, რომ 2019 წელს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „სპორტვიკში” ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ რუსული მედია უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.