უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა გუნდში კონფლიქტი უარყო - მუდრიკსა და შაპარენკოს შორის არაფერი მომხდარა #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა გუნდში კონფლიქტი უარყო - მუდრიკსა და შაპარენკოს შორის არაფერი მომხდარა #1TVSPORT

სერგეი რებროვმა ერთა ლიგის დასკვნით მატჩებამდე DIRECT RED-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა მიხაილო მუდრიკსა და ნიკოლაი შაპარენკოს შორის მომხდარ კონფლიქტზე, რომლის მიზეზიც 10-ნომრიანი მაისურით თამაშის პრეტენზია იყო. უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მედიამ მომხდარი გააზვიადა.

„არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. მუდრიკმა თამაში რომ გამოტოვა, 10-ნომრიანი მაისური შაპარენკომ ჩაიცვა. ეს რა პრობლემაა? რატომ ავრცელებს ყველა ჭორებს და ფიქრობს, რომ უკრაინის ნაკრებში ისეთი ატმოსფერო არაა, როგორიც უნდა იყოს?

რა მოხდა, ვერ ვხდები ან ვინ თქვა, რომ კონფლიქტი იყო? გუნდში ნორმალური პროცესებია. რატომ ფიქრობთ, რომ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებისთვის წინა პლანზე პრესტიჟული ნომრით თამაშია? ეს ნორმალური რამ არის“, – თქვა რებროვმა DIRECT RED-თან ინტერვიუში.

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით ფინალურ მატჩებს გამართავს. 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდს ესტუმრება, ხოლო სამ დღეში ტირანაში – ალბანეთს.