უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - თამაშითაც და ანგარიშითაც გულდაწყვეტილი ვარ #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - თამაშითაც და ანგარიშითაც გულდაწყვეტილი ვარ #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოსთან „ბათუმი არენაზე“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„როგორც თამაშით, ასევე ანგარიშით გულდაწყვეტილი ვარ. მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ ასეთი ხარვეზებით ძალიან რთულია მოგება. არ მაქვს კითხვები ფეხბურთელების თამაშთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენჯერ დავკარგეთ ბურთი, რამდენჯერ არ დავასრულეთ შეტევები.

ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სტრესი. როდესაც გოლი გავიტანეთ და წინ გავედით, ფეხბურთელები ცდილობდნენ შედეგის შენარჩუნებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ყველა მატჩს სხვის მოედანზე ვთამაშობთ. დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა მოიპოვეს, წინ წავიდნენ ანგარიშის გასათანაბრად და მიზანს მიაღწიეს.

გუნდმა მეორე ნომრად რატომ ითამაშა? მიზნის მიღწევას კონტრშეტევებზე ვცდილობდით, რადგან ამ კომპონენტში ძალიან ძლიერები ვართ, მაგრამ ჩვენ არ გვითქვამს, რომ უკან უნდა დაგვეხია. გოლი გავიტანეთ და ალბათ ამან ითამაშა თავისი როლი“, – განაცხადა რებროვმა.