უკრაინის ეროვნული გუნდი დღეს თურქეთიდან ბათუმში გამოემგზავრა, სადაც ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი კი პრესკონფერენციას ჩაატარებს.
B1 ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს 6 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, უკრაინა კი 4 ქულით – ბოლო ადგილზე.
ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის „ბათუმი არენაზე“ ხვალ, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო.