უკრაინის ნაცვლად ყაზახეთში - კოვტალიუკი „აკჟაიკში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
„აკჟაიკმა“ ორი უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა, – იუწყება Prosports.kz კლუბის პრესსამსახურის მითითებით.
გორის „დილას“ ყოფილი თავადამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც 2020 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის „აკჟაიკში“ გააგრძელებს.
25 წლის უკრაინელი თავდამსხმელი თამაშობდა ისეთ უკრაინულ კლუბებში, როგორიცაა კიევის „არსენალი“, პოლტავას „ვორსკლა“, ლვოვის „კარპატი“. ბოლო სეზონი მიკოლა კოვტალიუკმა გორის „დილაში“ გაატარა.
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, თავდამსხმელსა და ლეგიონერს, მიკოლა კოვტალიუკს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობდნენ. მიკოლას უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ლუგანსკის „ზორია“ იწვევდა, მაგრამ საბოლოოდ, გარიგება ვერ შედგა.
შეგახსენებთ, რომ „ტრანსფერმარკტმა“ 2020 წლის ბოლოს მიკოლა კოვტალიუკის სატრანსფერო შეფასება გაზარდა და საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის პირობით ფასად 500 000 ევრო დაასახელა. მანამდე 25 წლის უკრაინელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 175 000 ევრო იყო.