უკრაინის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მკვლელობის ორგანიზება ბრალდება
უკრაინის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მკვლელობის ორგანიზება ბრალდება

უკრაინის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჰოკეის კლუბ დნეპრის საპატიო პრეზიდენტი ვლადისლავ მანგერი ეჭვმიტანილია აქტივისტის, ეკატერინა ჰანძიუკის მკვლელობის ორგანიზებაში. ამის შესახებ თავის ფეისბუკზე დაწერა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.

მანგერი 30 მარტამდე შვებულებაშია გასული. სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰანძიუკის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

31 ივლისს, უცნობმა მამაკაცმა ხერსონში ეკატერინა ჰანძიუკს მჟავა შეასხა. ნოემბერში აქტივისტი ამ შეტევისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ჰანძიუკი დაკავებული იყო ტყეების უკანონო ჭრის წინააღმდეგ ბრძოლით.