უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ საქართველოსთან საშინაო მატჩისთვის სტადიონი შეარჩია #1TVSPORT

13:30, 10.10.2026

უკრაინის ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს წინააღმდეგ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართავს.

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დასტურდება, რომ თამაში კოშიცეს საფეხბურთო არენაზე ჩატარდება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზეა დაგეგმილი.

უკრაინელებმა წინა ორ საშინაო შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასა (0:3) და უნგრეთს (1:2) სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში უმასპინძლეს.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს, უკრაინა კი 4 ქულით მესამეზეა.

მსგავსი