უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-სა და უეფა-ს მიმართა - მოკვეთეთ რუსეთის ნაკრებები და კლუბები ტურნირებიდან #1TVSPORT
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-სა და უეფა-ს მიმართა, სადაც ყველა დონის ტურნირებიდან რუსული კლუბებისა და ნაკრებების მოკვეთას ითხოვს.
„გაეგზავნოს ფიფა-ს და უეფა-ს შესაბამისი მიმართვები, რომ მონაწილეობა აეკრძალოთ რუსეთის ეროვნულ გუნდებსა და კლუბებს ფიფა-ს და უეფა-ს ეგიდით დაქვემდებარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში. გაუგზავნეთ მოთხოვნა უეფა-ს, რათა რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის და უეფა-ს სუპერთასის 2023 წლის ფინალის ქალაქისა და ქვეყნის შეცვლის შესახებ“, – წერია უკრაინელების მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო უეფა-მ პარასკევს, 25 თებერვალს, აღმასკომის საგანგებო სხდომა დანიშნა, რათა შეფასდეს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება. Associated Press-ის ცნობით კი, უეფა-ს ოფიციალური პირები ჩემპიონთა ლიგის ფინალის (28 მაისი) სანქტ-პეტერბურგიდან სხვაგან გადატანას დაადასტურებენ.