უკრაინის ფეხბურთის ასოცოაციამ ცხრა უკრაინელი ფეხბურთელის საქმე განიხილა, რომლებმაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ გუნდში ითამაშეს. ამავე დროს, ორგანიზაციაში მოთამაშეთა წერილობით განმარტებას ელოდებიან.
ასოციაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ეს საქმე უკრაინის ეროვნული უშიშროების კომიტეტის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განიხილა.
„უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას დაუკავშირდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საინფორმაციო და ანალიტიკურ მონაცემთა ბაზაში, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ გუნდში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ამხანაგურ მატჩში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული გუნდთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა.
მიმართვას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტი განიხილავს, რადგან საქმე ეხება ფეხბურთელთა მიერ ჩვენი ორგანიზაციის ეთიკის კოდექსისა და სამართლიანი თამაშის შესაძლო დარღვევის ფაქტს. ეს კი უკრაინული ფეხბურთის იმიჯისთვის ზიანის მიყენებას ნიშნავს. საქმეში პროცედურული სტანდარტების უზრუნველსაყოფად, მატჩის მონაწილე პირებს მოეთხოვებათ წერილობითი განმარტებები წარმოადგინონ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობის შესახებ“, – წერია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის განცახდებაში.