უკრაინის ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდეს #1TVSPORT
უკრაინის ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდეს #1TVSPORT

უკრაინის ახალი ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, საიდუმლოდ ჩატარდეს. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიუკმა თავის YouTube-არხზე განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ითხოვა, რომ არ დაანონსდეს მატჩების დაწყების დრო და ჩატარების ადგილი, რადგან არსებობს ტერაქტების საფრთხე. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ჟურნალისტები ვითხოვთ უკრაინის პრემიერლიგის კალენდარს, მაგრამ ის, შესაძლოა, ჩვენამდე არც მოვიდეს. შესაძლოა, ბოლო მომენტში გავიგოთ მატჩების განრიგი. ბევრი ნიუანსია და ყველაფერი არც ისე მარტივია“, – განაცხადა ციგანიკმა.

უკრაინის ჩემპიონატის სტარტი 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.