უკრაინელმა იულის ჯიმამ სლოვენიაში მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო
უკრაინელმა ბიატლონისტმა იულია ჯიმამ სლოვენიურ პოკლიუკაში მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ინდივიდუალურ რბოლაში (15კმ) დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა. მას არცერთი სროლა არ აუცილებია და დისტანცია 43 წუთსა და 6,6 წამში დაამთავრა.
მეორე ადგილზე პოლონეთის წარმომადგენელი მონიკა ჰოინიში გავიდა, იგი 5,9 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს. მესამე ადგილზე კი ჩეხი მარკეტა დავიდოვაა, რომელმაც ჯომაზე 16,5 წამით გვიან გადაკვეთა ფინიშის ხაზი.