უკრაინელი თავდამსხმელი - მსგავსი ვირუსი ჩინეთში ჩემი თამაშის დროს, 2003 წელსაც გავრცელდა
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერგეი ნაგორნიაკმა კიევის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ჩინეთში წლების წინ, მისი თამაშის დროს, 2003 წელსაც დააწესეს, რადგან მაშინაც ვირუსი გავრცელდა და კარანტინში ყოფნა მოუხდა.
„კორონავირუსის მსგავსი ამბავი ადრეული წლებიდან მახსენდება. ეს 2003 წელს ჩინეთში თამაშის დროს გადამხდა. მაშინაც რაღაც სერიოზული მოხდა, ვირუსი გავრცელდა და ლამის მთელი ქვეყანა კარანტინში იყო. ასე რომ, ახლანდელი მდგომარეობის გამოცდილება უკვე მაქვს. მიჭირს იმის თქმა, როდის იყო უფრო საშიში ვითარება იყო, მაშინ თუ ახლა. ალბათ, ორივე შემთხვევაში ჩინეთი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. იოლი მდგომარეობა მაშინაც არ ყოფილა. მახსოვს, ქვეყანა უცხოელებისთვის დახურეს. გვითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში ქალაქში არ გავსულიყავით. ჩამოიტანეს ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. ორი კვირა კარანტინში, სახლში გავატარეთ. ქალაქში გასვლა ნელ-ნელა დავიწყეთ, ადამიანებს მხოლოდ სუპერმარკეტებში ვნახულობდით“, – იხსენებს სერგეი ნაგორნიაკი.
ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ჩინეთში 2000-2003 წლებში თამაშობდა – ჯერ „შენიან ჰაირშის“ ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი „შანდუნ ლუნენის” წევრი გახდა.