უკრაინელი მწვრთნელი - საქართველოსთან ფრე ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ალ-რაედის“ მწვრთნელმა იური ბენიომ Tribuna.com-თან ერთა ლიგაში უკრაინის ნაკრების საქართველოს წინააღმდეგ მატჩზე (1:0) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა.
„მთავარი შედეგია, რაც ჩვენი ნაკრების მდგომარეობის გათვალისწინებით სასურველი აღმოჩნდა. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა. ბიჭებმა ეს თავდადებითა და ბრძოლით დაიმსახურეს.
მოედანმა ფეხბურთის ჩვენებაში ხელი ორივე გუნდს შეუშალა, რადგან გაზონის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ფეხბურთელები ძალიან დაზარალდნენ. თუმცა, ჩვენმა მოთამაშეებმა ეს ბარიერიც გადალახეს. წინა ორ თამაშთან შედარებით, უკრაინის ნაკრები სრულიად განსხვავებული გუნდი იყო.
პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ მეტოქის „მოგუდვას“ ვცდილობდით და შეტევების წამოწყების საშუალებას არ ვაძლევდით. ეს ქართველებს აიძულებდა, გრძელი პასებით ეთამაშათ, რომელსაც ადვილად ვჭრიდით. აქტიურად, მაღალი პრესინგით მოწინააღმდეგეს ბურთი ბევრჯერ ავართვით და გოლიც ასე გავიტანეთ“, – ამბობს იური ბენიო.