უკრაინელი მწვრთნელი – კარგი იქნება, უნგრეთსა და საქართველოსთან თუ არ წავაგებთ #1TVSPORT

02:02, 04.09.2026

ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და მოქმედმა მწვრთნელმა, ოლეგ ფედორჩუკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებამდე უკრაინის ნაკრების მთავარ პრობლემად წამყვანი ფეხბურთელების უთამაშებლობა დაასახელა.

„უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა რთულ მდგომარეობაშია. გუნდს სექტემბრის ბოლოს უნგრეთსა და საქართველოსთან მნიშვნელოვანი მატჩები ელის და მწვრთნელს არ შეუძლია, წამყვანი მოთამაშეების მთელ ჯგუფს დაეყრდნოს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო კლუბებში არ თამაშობენ. უმჯობესია, ისეთი მოთამაშეები ავირჩიოთ, რომლებიც ამჟამად უკრაინის პრემიერლიგაში გამორჩეულები არიან.

რთული ვითარებაა შეტევის ხაზშიც – რომან იარემჩუკი და ვლადისლავ ვანატი ცუდ ფორმაში არიან, არტემ დოვბიკი „ბოლონიაში“ სათადარიგოთა შორისაა და მინდორზე შეცვლაზე გადი. მეტ-ნაკლებად სტაბილურად მატვეი პონომარენკო თამაშობს, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

სექტემბრის მატჩებისთვის ალბათ მიხაილო მუდრიკს გამოიძახებენ, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ ფორმაში შევიდეს. რეალისტი ვარ და არ მჯერა, რომ ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ ის „ტოტენჰემში“ თავიდანვე გაიბრწყინებს. ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში კარგი იქნება, თუ უკრაინის ნაკრები უნგრეთსა და საქართველოსთან არ წააგებს“.

ერთა ლიგის ახალი სეზონი სტარტს სექტემბრის ბოლოს აიღებს – საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს – ჩრდილოეთ ირლანდიას, 28-ში კი უკრაინას უმასპინძლებს.

მსგავსი