Meta-ratings-ის თანახმად, კორონავირუსის გამო შეჩერებული უკრაინის ჩემპიონატის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი განიხილება, ერთი მათგანი კი სეზონის 13 ივლის განახლებაა.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების ყველაზე ხელსაყრელი პროგნოზით, ჩემპიონატის განახლება 13-14 ივნისს იქნება შესაძლებელი და დარჩენილი 9 ტურის თამაში 10 ივლისამდე გაიმართება. ასევე, თამაშების შემცირების გარეშე, შესაძლებელი იქნება უკრაინის თასის თამაშების დასრულება“, – წერს ინტერნეტსააგენტო.
Meta-ratings ამავე დროს ამტკიცებს, რომ 31 მაისის შემდეგ, თუ კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების თანაფარდობა არ იცვლება ან 5%-ის ფარგლებში დარჩება, გუნდებს მიეცემათ უფლება, სრული შემადგენლობით ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშონ. ჩემპიონატის განახლებამდე კლუბებს მინიმუმ ორი კვირა მიეცემათ, ტურნირის განახლებისთვის რომ მოემზადონ.