უკრაინაში ჩემპიონატის განახლებამდე ტესტირება ჩატარდება
უკრაინაში ჩემპიონატის განახლებამდე ტესტირება ჩატარდება

უკრაინის პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი დიკიმ ჩემპიონატის განახლების წინაპირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა საფეხბურთო პირი კორონავირუსზე შემოწმებას გაივლის.

„ჩვენ კლუბებს ჩემპიონატის განახლების ოპტიმისტური სცენარი წარვუდგინეთ. ვგეგმავთ, რომ 24-ე ტურის მატჩი 30 მაისს ჩატარდეს. ამის წინაპირობა იქნება კორონავირუსზე ტესტირება. 12-დან 17 მაისამდე უნდა ჩატარდეს მოთამაშეების, მწვრთნელების, კლუბის პერსონალისა და მსაჯების ტესტირება. უკრაინის პრემიერლიგა მიმართავს ჯანმრთელობის სამინისტროს, რომ ტესტირება ხელმისაწვდომი ფასით ჩატარდეს“, – ამბობს ევგენი დიკი.

მან ჩემპიონატის განახლების მთავარ დაბრკოლებაზე ილაპარაკა: „რა არის ჩვენთვის მთავარი სირთულე, ფეხბურთი 30 მაისს რომ განახლდეს? ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებული. თუ 12 მაისს საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, გუნდები სრულფასოვან სავარჯიშო პროცესებს განაახლებენ. რა თქმა უნდა, თავიდან მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება“.