უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს
უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს

უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას. საზენიტო თავდაცვა არის მთავარი უკრაინის აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ნაუსედა.

ლიეტუვის პრეზიდენტი ელოდება, რომ ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მიიღებენ უფრო კოლექტიურ გადაწყვეტილებებს უკრაინის მხარდასაჭერად. ლიეტუვის პრეზიდენტმა გუშინ, ჰააგაში ნატო-ს რამდენიმე ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოთხშაბათს კიევს ეწვევა.

„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა საკითხი NASAMS-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. დღეს ლიეტუვასა და ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩვენ შევიძენთ ორ მოდერნიზებულ NASAMS-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემას და უახლოეს მომავალში გადავცემთ უკრაინას“, – განაცხადა ნაუსედამ.