უკრაინა ფინალში ვერ გავიდა - პრინციპულ ბრძოლაში რუსეთი მეკარემ გადაარჩინა #1TVSPORT
უკრაინა ფინალში ვერ გავიდა - პრინციპულ ბრძოლაში რუსეთი მეკარემ გადაარჩინა #1TVSPORT

ევრო 2022-ის პირველი ფინალსიტი გაირკვა. ამსტერდამში უკრაინა პრინციპულ მეტოქეს, რუსეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა რუსეთის ნაკრებმა მატჩი უკეთ დაიწყო უკრაინასთან, ვიდრე საქართველოს ნაკრებთან, რომელმაც მეოთხედფინალი 1:3 წააგო. ანგარიში რუსებმა მეორე წუთზე სოკოლოვის გოლით გახსნეს, ხოლო მე-16 წუთზე აფანასიევმა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. უკრაინელმა სერიიმ ერთ წუთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.

შესვენების შემდეგ რუსებმა უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდეს – მეტოქის კარი ნიაზოვმა 31-ე წუთზე აიღო, მაგრამ უკრაინელებმა 5/4-ზე (მეკარე მოთამაშით შეცვალეს) ითამაშეს და აბაშკინმა სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა. 39-ე წუთზე უკრაინას გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარე პუტილოვმა შოტურმას დარტყმა მოიგერია და რუსები გადაარჩინა.

საბოლოოდ, უკრაინა 2:3 დამარცხდა და პირველი ფინალისტია. მეორე ნახევარფინალი 23:00 საათზე ტელესკოლის პირდაპირ ეთერში დაიწყება – ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება და ორივე ფინალისტი გაირკვევა. ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩის თანაწამყვანი ტელესკოლის ეთერში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იქნება.

მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალური დაპირისპირება 6 თებერვალს ამსტრედამში გაიმართება.