გერმანიისა და უკრაინის ნაკრებებმა ამხანაგური მატჩის გამართვაზე მოილაპარაკეს.
ორივე ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციებმა გამოაცხადეს, რომ საქველმოქმედო შეხვედრა 12 ივნისს ბრემენში, „ვეზერშტადიონზე“ ჩატარდება. გერმანიისთვის ეს მატჩი მე-1000 იქნება ეროვნული ნაკრების ისტორიაში.
უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პავლენკომ განაცხადა, რომ მატჩის ჩატარებიდან მიღებული თანხა რუსეთის ომში დაზარალებულებს გადაეცემათ.
გარდა ამისა, გერმანიის ნაკრები, რომელიც თავისუფალია ევრო 2024-ის შესარჩევიდან, 16 ივნისს ვარშავაში პოლონეთთან ითამაშებს, 20 ივნისს კი გელზენკირხენში – კოლუმბიასთან.