უკრაინა აშშ-ისგან შორ მანძილზე მფრინავ ათ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს
უკრაინა აშშ-ისგან შორ მანძილზე მფრინავ ათ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს

უკრაინა აშშ-ისგან შორ მანძილზე მფრინავ ათ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯესიკა მაქსველმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, საუბარია მოწყობილობებზე Switchblade-600, რომელიც არის კამიკაძე დრონი. მათ შეუძლიათ, 40 კმ-მდე მანძილზე ფრენა და ასევე, 40 წუთის განმავლობაში ფრენა სამიზნის მოლოდინში. მათი გამოყენება შესაძლებელია ჯავშანტექნიკისა და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ. მათ მხოლოდ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებში იყენებენ.

„ბიბისის“ ცნობით, გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Switchblade-300 ტიპის დრონები გადასცა. ამ კამიკაძე დრონებს მხოლოდ 15 კმ-მდე ფრენა შეუძლიათ.

როდის მოხდება აღნიშნული აღჭურვილობის მიწოდება, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს არ დაუკონკრეტებია.