უკრაინა ანატოლი ტიმოშჩუკს სერიოზულ სანქციებს უმზადებს - სახელმწიფო ჯილდოების, ტიტულებისა და სამწვრთნელო ლიცენზიის ჩამორთმევა #1TVSPORT
უკრაინა ანატოლი ტიმოშჩუკს სერიოზულ სანქციებს უმზადებს - სახელმწიფო ჯილდოების, ტიტულებისა და სამწვრთნელო ლიცენზიის ჩამორთმევა #1TVSPORT

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და პატიოსანი თამაშის კომიტეტი გამოვიდა წინადადებით – ჩამოერთვას უკრაინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ამჟამად კი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მწვრთნელს ანატოლი ტიმოშჩუკს ყველა სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება, აგრეთვე სამწვრთნელო ლიცენზია Pro და ტიტულები, რომელიც სამშობლოში თამაშისას მოიპოვა.

გარდა ამისა, ტიმოშჩუკს ამოიღებენ უკრაინის ნაკრების მოთამაშეთა რეესტრიდან.

უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაადანაშაულეს ეთიკის კოდექსისა და პატიოსანი თამაშის დარღვევისთვის – მას დიდი კრიტიკა შეხვდა იმის გამო, რომ დღემდე დუმილს ინარჩუნებს რუსული აგრესიაზე და ჯერაც არ დაუტოვებია რუსული კლუბი.