უხვგოლიანი სანახაობა საგურამოში - ტურის მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისური დერბი იყო – „ლოკომოტივმა“ – „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და გუნდები ქულები გაინაწილეს.
საგურამოს „ლოკო – არენაზე“ გამართულ მატჩის პირველ ტაიმში საგოლე მომენტები არ შექმნილა და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ. მეორე ტაიმი კი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა და ოთხი გოლი გავიდა.
65-ე წუთზე მიზანს „დინამომ“ მიაღწია, მოედანზე ერთი წუთის შესულმა ბაქარ ქარდავამ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა და დავით სხირტლაძეს გააყოლა, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე გახსნილი ზორან მარუშიჩი მოიძებნა – 0:1.
„ლოკომოტივმა“ წონასწორობა 70-ე წუთზე აღადგინა. თორნიკე კირკიტაძისა და მამია გავაშელიშვილის განვითარებული იერიში მეკარის წინ მარტო დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1.
79-ე წუთზე „ლოკო“ დაწინაურდა – ბექა დარცმელიას შესრულებული კუთხურის შემდეგ მცველებს ნიკა სანდოხაძემ დააასწრო და სეზონში მეოთხე გოლით გუნდი დააწინაურა – 2:1.
„დინამომ“ წონასწორობა 81-ე წუთში აღადგინა. მარჯვენა ფლანგიდან დავით სხირტლაძის გადაცემით ბარს ოსეიმ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
მესამე წრე „დინამო თბილისმა“ 52 ქულით და მეორე ადგილით დაასრულა, საჩემპიონო ბრძოლაში კონკურენტ ბათუმის „დინამოსთან“ (56) სხვაობა მხოლოდ მინიმალურად შეამცირა. ასევეა „ლოკომოტივის“ (41) შემთხვევაში – გუნდი ისევ მეხუთე პოზიციაზე დარჩა და „საბურთალოს“ (46) და გორის „დილას“ (43) კვლავ ჩამორჩება.