უხვგოლიანი მატჩი ეროვნულ ლიგაში - „სამტრედიამ“ „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 0:9 დამარცხდა, რაც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდული ანგარიშია.
„შუქურა“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაქვეითდა, „ანგისას“ სტადიონზე გამართულ მატჩში მოედანზე ძირითადი შემადგენლობით ვერ გავიდა, რადგან ფეხბურთელებმა დავალიანების გამო თამაშზე უარი თქვეს.
მათ ნაცვლად მოედანზე გასულმა ახალგაზრდულმა გუნდმა კი ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „სამტერდიას“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველივე ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა – ოთხივე ლეგიონერებისგან: ალეკსანდარ მიშოვმა (15, 19) დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი სტრაჰინია პავიშიჩმა (33) და აბდულა ხაიბულაიევმა (40) გაიტანეს.
შესვენების შემდეგ „სამტრედიამ“ კიდევ ხუთი გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ქართველმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს – თორნიკე ახვლედიანმა (50, 57, 76) ჰეთთრიკი შეასრულა, დავით კირკიტაძემ (53, 82) კი ანგარიშზე დუბლი და ერთ საგოლე გადაცემა ჩაიწერა.