უკეთესია, კარიერა ევროპაში გააგრძელოს - კვარაცხელია ყაზანს ზაფხულში დატოვებს #1TVSPORT
უკეთესია, კარიერა ევროპაში გააგრძელოს - კვარაცხელია ყაზანს ზაფხულში დატოვებს #1TVSPORT

გამოცემა Sport24-მა შეადგინა რუსეთის პრემიერლიგის ათი ვარსკვლავის სია, ვისთვისაც გუნდის შეცვლის დროა – ავტორის თქმით, უმჯობესია, რომ ამ ფეხბურთელებმა კარიერა ევროპაში გააგრძელონ, რადგან მათი „კარიერისთვის ასე უკეთესი იქნება“.

ათეულში მოხვდა ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

„რუსეთსა და ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. ამ სტატიაში მოგითხრობთ რუსეთის პრემიერლიგის 10 მოთამაშეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში თუ არა, კლუბს 2022 წლის განმავლობაში შეცვლიან“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას, „რუბინის“ ქართველი ლიდერისთვსი კლუბის შეცვლის აუცილებლობას ავტორის ასე ხსნის.

„ხვიჩა ერთი წლის წინ ტრანსფერის პირველი კანდიდატი იყო და ახლაც რჩება, თუმცა დეტალები ძალიან შეიცვალა. მაშინ ქართველი ფლანგის შემტევი რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე კაშკაშა მოთამაშედ მიიჩნეოდა. საუბარი იყო ევროპული ტოპ-კლუბების ინტერესზე, თავად „რუბინი“ კი ევროთასებიდან გამოვარდა. ახლა ყველაფერი გაცილებით სევდიანადააყაზანელები კონფერენს ლიგის გარეშე დარჩნენ, რუსეთში დარჩენილი ხვიჩა კი გაჩერდა.

კვარა დრიბლინგში ჯერ კიდევ სათავეშია (რუსეთის პრემიერლიგაში ის მხოლოდ ცსკა-ს შემტევ ეჯუკას ჩამორჩება), მაგრამ სეზონის ორ მესამედში გატანილი მხოლოდ ერთი გოლი უბრალოდ სირცხვილია. „რუბინს“, ალბათ, ესმის, რომ ხვიჩასთან შემდგომი თანამშრომლობა არც ერთ მხარეს არ მოუტანს სარგებელს, ამიტომ კვარაცხელია, სავარაუდოდ, ზაფხულში ყაზანს დატოვებს და ევროპაში წავა. საკითხავია – რა დონის კლუბში“, – წერს გამოცემა.