უიმბლდონზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
უიმბლდონზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

ფაქტები

* რაფაელ ნადალმა ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

* ნადალი 38-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. უფრო მეტჯერ ამ ეტაპზე გასულან ნოვაკ ჯოკოვიჩი (43) და როჯერ ფედერერი (46).

* მსოფლიოს მე-40 ჩოგანი ნიკ კირგიოსი უიმბლდონის ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნახევარფინალისტია 2008 წლის შემდეგ.

* კირგიოსი და კემერონ ნორი პირველად გავიდნენ „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში.

* ნორის ნახევარფინალამდე არ შეხვედრია მეტოქე TOP30-დან.

* ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო მატჩი სეტებში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ.

* ჯოკოვიჩმა ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო უიმბლდონზე.

 

კაცები

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იანიკ სინერი (იტა, 10) 5:7, 2:6, 6:3, 6:2, 6:2

კემერონ ნორი (ბრიტ, 9)-დავიდ გოფენი (ბელ) 3:6, 7:5, 2:6, 6:3, 7:5

ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-კრისტიან გარინი (ჩილ) 6:4, 6:3, 7:6(5)

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტეილორ ფრიტცი (აშშ, 11) 3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6(4)

 

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კემერონ ნორი (ბრიტ, 9)

ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2)

 

ფაქტები

* ელენა რიბაკინა, ონს ჟაბორი და ტატიანა მარია პირველად გავიდნენ „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში.

* სიმონა ჰალეპი მეცხრედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.

 

ქალები

1/4 ფინალი

ტატიანა მარია (გერ)-იულე ნიმაიერი (გერ) 4:6, 6:2, 7:5

ონს ჟაბორი (ტუნ, 3)-მარი ბუზკოვა (ჩეხ) 3:6, 6:1, 6:1

ელენა რიბაკინა (ყაზ, 17)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 4:6, 6:2, 6:3

სიმონა ჰალეპი (რუმ, 16)-ამანდა ანისიმოვა (აშშ, 20) 6:2, 6:4

 

1/2 ფინალი

ელენა რიბაკინა (ყაზ, 17)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 16)

ტატიანა მარია (გერ)-ონს ჟაბორი (ტუნ, 3)