უიმბლდონზე მოძრავი სახურავის მქონე მესამე კორტს ააშენებენ #1TVSPORT
უიმბლდონზე მოძრავი სახურავის მქონე მესამე კორტს ააშენებენ #1TVSPORT

„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის უიმბლდონის ორგანიზატორები აპირებენ ააშენონ მესამე კორტი, რომელსაც მოძრავი სახურავი ექნება.

ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ადგილობრივი მთავრობის თანხმობა 2022 წლის დასაწყისში. თავად კორტის აშენება იგეგმება გოლფის ყოფილ მინდორზე და მისი ტრიბუნები რვა ათას მაყურებელს დაიტევს. მოედნის მშენებლობის დასრულებას 2030 წლისთვის ვარაუდობენ.

ასე რომ, უიმბლდონი „დიდი სლემის“ მეორე ტურნირი გახდება ავსტრალიის ღიას შემდეგ, რომელსაც სამი კორტი ექნება მოძრავი სახურავით. როლან გაროსსა და აშშ-ის ღია პირველობაზე, ჯერჯერობით, ორ-ორი ამგვარი მოედანი არსებობს.