უიმბლდონზე მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი 12:12-ზე დაინიშნება
უიმბლდონზე მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი 12:12-ზე დაინიშნება

„დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2019 წლიდან, მატჩების გადამწყვეტ სეტებში ტაი-ბრეიკი გათამაშდება.

კაცებში მეხუთე სეტში და ქალებში მესამე სეტში ტაი-ბრეიკი დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში 12:12 იქნება და არა 6:6, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ტურნირის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ყველა თანრიგში ეს წესი იმოქმედებს.

2018 წელს, უიმბლდონის ნახევარფინალი სამხრეთამერიკელ კევინ ანდერსონსა და ამერიკელ ჯონ ისნერს შორის 6.5 საათი გაგრძელდა და მეხეთე სეტში 26:24 ანგარიში დაფიქსირდა.

ახლა, „დიდი სლემის“ ტურნირებზე ულიმიტო მეხუთე სეტი მხოლოდ როლან გაროსზე შემორჩა.