ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბერნარდ ტომიჩი მთლიანი საპრიზო თანხით დაჯარიმდა, რომელიც მან უიმბლდონის პირველ წრეში გამოსვლისთვის მიიღო (45 000 ფუნტი სტერლინგი). როგორც იტყობინებიან, მან შესაფერისი პროფესიონალიზმი არ გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველ წრეში ტომიჩმა ფრანგ ჯო ვილფრედ ცონგასთან 58 წუთში, ანგარიშით 2:6 1:6 4:6 წააგო.
დიდი სლემის ტურნირებზე ყველა მოთამაშის გამოსვლა პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მსაჯი გადაწყვეტს, რომ ჩოგბურთელი არასერიოზულად მიუდგა მატჩს, მას შეუძლია იგი დამრღვევად მიიჩნიოს და დააჯარიმოს, – მოჰყავს გადაწყვეტილების ტექსტის მცირე ნაწილი ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“ (Guardian).