უიმბლდონის ორგანიზატორები 11 მილიონ ევროს გაუნაწილებენ ჩოგბურთელებს, რომლებსაც წელს ტურნირზე თამაში უწევდათ
უიმბლდონის ორგანიზატორები 11 მილიონ ევროს გაუნაწილებენ ჩოგბურთელებს, რომლებსაც წელს ტურნირზე თამაში უწევდათ

უიმბლდონის ორგანიზატორები საპრიზო თანხებს გადაუხდიან იმ ჩოგბურთელებს, რომლებსაც 2020 წელს ტურნირში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

სულ ჰონორარს მიიღებს 620 ჩოგბურთელი. საერთო თანხა 11 მილიონ ევროს უტოლდება.

224 ჩოგბურთელი, რომლებსაც კვალიფიკაციაში უნდა ეთამაშათ, 14 ათას ევროს მიიღებს, 256 ჩოგბურთელი, რომლებიც ერთეულების ძირითად ბადეში ხვდებოდნენ – 28 ათასს. წყვილთა თანრიგში მოთამაშე ჩოგბურთელებს 7 ათასი ევრო ერგებათ. ასევე 6 ათას ევროს მიიღებს ეტლით მოთამაშე 20 ჩოგბურთელი.

წელს უიმბლდონი 28 ივნისიდან 11 ივლისამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

დატოვე კომენტარი