უიმბლდონი მაყურებლის გარეშე არ გაიმართება
უიმბლდონი მაყურებლის გარეშე არ გაიმართება

ინგლისის საჩოგბურთო კლუბის ხელმძღვანელობა 2020 წლის უიმბლდონის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, ლონდონში გაიმართა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა შეხვედრა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

უიმბლდონის პოზიცია განხვავებულია – თუ ფეხბურთსა და ავტოსპორტში თანახმანი არიან შეჯიბრის ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარებაზე, ჩოგბურთში ამაზე უარს ამბობენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ბრიტანეთის მთავრობას, რომელიც სპორტში კორონავირუსის საკითხებში კოორდინაციას ახდენს.

ჩოგბურთში უკვე გააუქმეს ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსები“. ასევე განიხილავენ ექვსკვირიანი პაუზის აღებას მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

უიმბლდონი წელს, 29 ივნისს დაიწყება.